რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა ციმბირის ციხეში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის იზოლატორიდან ციმბირში, იზოლირებულ საკანში გადაიყვანეს. კარა-მურზას ადვოკატის თქმით, კარა-მურზა ომსკის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოათავსეს, არსებული პირობები კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


42 წლის კარა-მურზას ადგილსამყოფელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უცნობი იყო.

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს.

„სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.

ლატვიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ.