„როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუდსმენის განცხადებები მიუთითებს, არსებობს შერჩევითი სამართლის მაგალითი, რომელშიც მოქმედი და წინა მთავრობები მონაწილეობდნენ“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლუის ნავარო Europetime-თან საუბრისას.
„როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუდსმენის განცხადებები მიუთითებს, არსებობს შერჩევითი სამართლის მაგალითი, რომელშიც მოქმედი და წინა მთავრობები მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობა მიჰყვება პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გამოხატულ სურვილს, ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტია გამქრალიყო სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გზით. ეს ქმედება ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის ვალდებულებას სასამართლო რეფორმისადმი და ბიძინა ივანიშვილის ჩარევას სახელმწიფო საკითხებში“, - აღნიშნა ლუის ნავარომ.