ლიეტუვის ელჩი: გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს

"გამოვხატავ სოლოდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ. ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს", - განაცხადა ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ქვეყანაში მინდინარე მოვლენების შეფასებისას.

ლიეტუვის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.

“მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ასევე გამოვხატავ სოლოდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ. ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს", - განაცხადა ელჩმა.