აშშ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მხარდაჭერას აგრძელებს. შესაბამის პოსტს და ინფორმაციას ადგილობრივი მაშველებისა და მეხანძრეებისთვის სპეციალური მოწყობილობების გადაცემის შესახებ, ამერიკის საელჩო ავრეცელებს.
„ვაგრძელებთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მხარდაჭერას. სამედიცინო კლინიკებისთვის კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის შემდეგ სპეციალური მოწყობილობები ადგილობრივ მაშველებსა და მეხანძრეებს გადავეცით.
ხუთი რეგიონის ქართველ მეხანძრე-მაშველებს ორკვირიანი სამთო-სამაშველო სწავლებაც ჩაუტარდათ, რომელსაც ჯორჯიის შტატის სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის ექსპერტები უძღვებოდნენ. აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის ოფისის მეშვეობით ხორციელდება,“ - წერს Facebook-ზე ამერიკის საელჩო.