ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაშია. როგორც ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც შეიტყო, რომ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც მასთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

„შემატყობინეს, რომ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ჩემთან და იანეზ ლენარჩიჩთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. კვირას, დაბრუნების შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. წესების შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავდივარ და მეორე ტესტის ჩატარებას დაველოდები”, - წერს დიპლომატი.