აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი აზერბაიჯანს ეწვევა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამანტა პაუერი ბაქოში უახლოეს დღეებში ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილება. პაუერი ამჟამად სომხეთში იმყოფება. 25 სექტემბერს სამანტა პაუერი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
-
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სომხეთში ჩადიან
-
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ჩართულობას აგრძელებს