მიხეილ სააკაშვილი: რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს

"რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რეჟიმი იშლება.

"რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი საქმე. რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს და დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის და განვითარების გზაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.