COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 365 ადამიანს დაუდასტურდა, 539 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17188, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9866, PCR ტესტით - 7322.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,7%, ბოლო 7 დღის - 2,3%.

ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმშია - 252 კოვიდინფიცირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1869, კლინიკურ სასტუმროში კი - 248 კოვიდინფიცირებული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 260 266, გარდაიცვალა 3 399 პაციენტი.