სოზარ სუბარი გახარიაზე: რატომ გადადგა, ვერ გავიგე

„გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა", - განცხადა საპარლამენტო უმრავლესობს წევრმა, სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას გადადგომაზე კითხვის საპასუხოდ.

„რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის დაკავება თუ დასაკავებელია, აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასში გამართულ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.