"დამწუხრებული ვარ. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო", - ასე ეხმიანება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენეს. ის განცხადებას Twitter-ის გვერდზე აკეთებს.
"დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ვარ ღრმად შეშფოთებული", ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო.
არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპასა და დასავლეთში, რომლებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები „ყოფილი საბჭოთა კავშირის“ ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი, და ამრიგად მხარდაჭერად არ ღირხართ“, - წერს ყოფილი პრეზიტენდი.