საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6778 ლარი, ევრო კი, 2.8259 ლარი ეღირება.
დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6732 ლარი ღირდა, ევრო – 2.8325 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 სექტემბერს შევა ძალაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობით, ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა.