"საქართველოს სხვებისათვის სამაგალითო ქვეყანა იყო. ახლა 90-იანი წლების მღელვარე წარსულს უბრუნდება", - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა.
"შეშფოთებული ვარ საქართველოდან მომავალი ახალი ამბებით. ეს ქვეყანა სხვებისათვის სამაგალითო იყო და ახლა 1990-იანი წლების მღელვარე წარსულს უბრუნდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია". - წერს ევროპარლამენტარი.