"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა "საქართველოს" აქტივისები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, აქციას მართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მარტო გახარიას გადადგომა არ არის საკმარისი.
აქტივისტებმა აქციაზე ყვავილები მიიტანეს და სამგლოვიარო მუსიკა ჩართეს.
ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. პოლიტსაბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობენ.