საქართველოში Covid19-ის ე.წ. ბრიტანული შტამის ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ნიმუშების სეკვენირება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, Covid19-ის ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა.
ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყო, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად შეფასდა.