შვეიცარიამ წლის განმავლობაში მყინვარების კიდევ 4% დაკარგა, რაც მეორე უდიდესი დანაკარგია შარშანდელი, რეკორდული (6%) დნობის შემდეგ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ორ წელიწადში იმდენი მყინვარი დაიკარგა, რამდენიც 1960 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში. სტატისტიკა მოცემულია შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელის (Glamos) ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის მკვლევართა გუნდი წლების განმავლობაში აკვირდებოდა შვეიცარიის 1400 მყინვარიდან 176-ს.
მკვლევრები ამბობენ, რომ დანაკარგი ძალიან თბილი ზაფხულითა და გასულ ზამთარში თოვლის ნაკლებობით არის განპირობებული.