ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი: საქართველო გზაჯვარედინზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხის ქვეშაა

"საქართველო გზაჯვარედინზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხის ქვეშაა", - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის.

"საქართველო გზაჯვარედინზეა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხის ქვეშაა. ყველა, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და ეროვნული ერთობის დიალოგი დაიწყონ. ყველა მათგანს ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე". – წერს ანდრიუს კუბილიუსი.