„არასოდეს თქვა არასოდეს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა კვლავინდებურად შედგეს.
- „არასოდეს თქვა არასოდეს, რადგან საბოლოო ჯამში, რაც ყველას უნდა, მათ შორის უკრაინელებით დაწყებული, სამართლიანი მშვიდობაა. ვნახოთ, თუ მივალთ ამ წერტილამდე.“
როგორია სამართლიანი მშვიდობა, ამერიკელმა დიპლომატმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ცნობისთვის, ინტერვიუზე დაყრდნობით რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიც წერენ, რომ „ბაიდენი ომის შესაჩერებლად, შესაძლოა, პუტინს შეხვდეს.“