თურქული Bayraktar TB2-ს უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების მწარმოებელი Baykar-ი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს უკრაინაში სამ პროექტში, მათ შორის, თვითმფრინავების წარმოების ქარხნის მშენებლობაში, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება.
ამის შესახებ Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
მისი თქმით, ყველა შემოწირულობა Baykar-დან, ისევე როგორც უკრაინიდან და პოლონეთიდან, რადარის სისტემების შესაძენად გამოიყენეს, მათ უკვე აღმოაჩინეს ათასობით სამიზნე და ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანეს. „ამ შემოწირულობების ჯამური ღირებულება 106 მილიონ დოლარამდეა,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა.