ვინიკოვი: პროგრესი, რასაც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიაღწევთ, არის პროგრესი NATO-ში გასაწევრიანებლად, ქართველ მეგობრებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ შესაძლებლობების ფანჯარა

„მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, სრულყოფილად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესი გვთავაზობს,“ – შესაბამისი განცხადება NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ პროგრესი, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწევს, არის პროგრესი NATO-ში გაწევრიანებისკენაც.


NATO და ევროკავშირი სხვადასხვა ორგანიზაციაა, მაგრამ ნებისმიერი პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ასევე არის პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწევს NATO-ში გაწევრიანებისკენ. ორივე ორგანიზაცია, ევროკავშირიც და NATO-ც დაფუძნებულია ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებზე, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. ეს არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, უნდა გაიზიაროს.


ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, სრულყოფილად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესი გვთავაზობს, რათა მიაღწიონ პროგრესს და განახორციელონ შიდა რეფორმები, რომლებიც საჭიროა, რასაც ასევე NATO ურჩევს საქართველოს,“ – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.