ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა.
ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმების შედეგად დაზარალებული ადგილების აღდგენას.
„ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიიდან. უკრაინას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან და საკუთარ ტერიტორიაზე სრული კონტროლი აღადგინოს,“ - განაცხადა ბორელმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე“.
ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.