ყოფილი პრემიერი იმედოვნებს, რომ მისი ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს. გიორგი გახარია გადადგომის მიზეზებს Twitter-ზე განმარტავს.
„ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებული კონფრონტაცია და დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე გადადგომა იმ იმედით, რომ შემცირდება პოლარიზაცია და მოხდება სიტუაციის დეესკალაცია“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.