საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 27000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ ევროკავშირში მომზადება გაიარა.
ცნობისთვის, 2024 წლისთვის დაგეგმილია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40 ათასამდე მებრძოლის გადამზადება.
შაბათს, 30 სექტემბერს, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ვიდეომიმართვა მან ოდესის ფერისცვალების ტაძრის ფონზე ჩაწერა.