ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2-ის ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს

ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2 ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. 

ამასთან, ჩეხური კომპანია SELLIER & Bellot უკრაინელებს საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმარება.


„ჩვენი მხარდაჭერა სამხედრო დახმარებისა და საბოლოო პროდუქტების მიწოდების დონიდან გრძელვადიან ინტენსიურ თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობამდე შეიცვალა, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ჩვენი არმია, არამედ თავდაცვის საწარმოებიც, როგორც თავდაცვითი ასევე კერძო. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ,'' - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დანიელ ბლაზკოვეცმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში თავდაცვის მრეწველობის პირველი ფორუმი გაიმართა, სადაც თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსის შექმნის შესახებ გახდა ცნობილი.