პრორუსულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიკო ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თითქმის ყველა ხმა უკვე დათვლილია.
„სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %.
როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ რობერტო ფიკოს პარტიამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მას მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს.
მან პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. სლოვაკეთი კიევის ერთგული და მტკიცე მოკავშირე იყო, უკრაინას აწვდიდა რაკეტებს და ვერტმფრენებს. ასევე საჩუქრად გადასცა MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მთელი ფლოტი.