"გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს" , - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს Twitter-ში ეხმაურება.
"ახლა რთული ვითარებაა. როგორც მეგობარი, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.