გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ეწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, დოქტორ ანა ლიურმანი 2023 წლის 2-დან 4 ოქტომბრამდე სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება.

გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის მთავარი საკითხია საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ამისათვის საჭირო რეფორმები.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან, დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დისკუსია სტუდენტებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის კლიმატთან დაკავშირებული გერმანული პროექტების შესახებ.

ლიურმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება „სამხრეთ ოსეთთან“ არსებულ „ადმინისტრაციულ ზოლთან.“