იტალიაში წვრთნები NATO Tiger Meet 2023 დღეს, 2 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთი მანევრებში 3 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავითა და 49 პერსონალით მონაწილეობს.
წვრთნებში 13 სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 80 თვითმფრინავი და 2000 ადამიანია წარმოდგენილი
სწავლება 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გასულ წელს, საბერძნეთის საჰაერო ძალების 335-ე ესკადრილია არაქსოსის საჰაერო ბაზაზე, საჰაერო წვრთნებს - NATO Tiger Meet პირველად მასპინძლობდა და მასში თურქეთი არ მონაწილეობდა.