საქართველოს ექს-პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა ისეთი ვითარებაა, პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით.
მარგველაშვილი ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ჟურნალისტის კითხვაზე რას ურჩევდა სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს, აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს "ამის მეოთხედიც არ მოხდებოდა.
"ჩემი პრეზიდენტობის დროს მსგავსი რამ არ მოხდებოდა იმიტომ, რომ იცოდნენ როგორი მძაფრი რეაქცია მექნებოდა და როგორ ვიმოქმედებდი. ახლა ისეთი ვითარებაა პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის ადგილას მე კარგად დავფიქრდებოდა რომ წარმედგინა, არა პარტიის, არამედ საზოგადოების განმუხტვის კანდიდატი", - განაცხადა "პალიტრის" ეთერში მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, პრემიერის მინისტრობის ახალ კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.