უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, 2 ოქტომბერს ილონ მასკის პოსტები სოციალურ მედიაში, რომელშიც ირონიას გამოხატავდა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რუსული პროპაგანდის წახალისებად შეაფასა. პოდოლიაკმა X-ზე დაწერა, რომ „დღეს უკრაინის მიმართ ნებისმიერი სიჩუმე ან ირონია არის რუსული პროპაგანდის პირდაპირი წახალისება, რომელიც ამართლებს მასობრივ ძალადობასა და ნგრევას.“
ილონ მასკმა 2 ოქტომბერს X-ზე გააზიარა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეურაცხმყოფელი მემი, რომელშიც მიუთითებდა, რომ ზელენსკი უკრაინისთვის ძალიან დიდ დახმარებას ითხოვს.