რას ამბობს პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კომენტარში განაცხადა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება.“

„რაც იქნება იქნება და ყველაფერი კარგად იქნება,“ - განუცხადა მან „ტვპირველს.“


ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თავს საქართველოს მოსახლეობის მანდატის მქონედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან ლიეტუვაში ვიზიტის დროს, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვას, ვიზიტი ლიეტუვაში საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა, ზურაბიშვილი პასუხობს: 

„ფაქტია, იცით უკვე. არა, საქართველოს მთავრობის მხრიდან არ იყო თანხმობა, ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო. ვფიქრობ, ამ დროისათვის, ყველანი - პრეზიდენტი, ხელისუფლება, პარლამენტის წევრები, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ რაც შეგვიძლია, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს, რათა დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

მე ამას ვაკეთებ. ასე რომ, ძალიან ვწუხვარ, რომ ფორმალურად არ ვარ ავტორიზებული რომ ეს გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დამარწმუნებელი სამუშაო არის ის, რაც უნდა გავაკეთო. მე ჩემ თავს საქართველოს მოსახლეობის მანდატის მქონედ მივიჩნევ.“