აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, დუგ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ის არმია მზადაა, უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გაგზავნოს, როგორც კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ გადაცემას დაამტკიცებს.
აშშ-ის არმია დიდი ხანია, მზადაა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და რომ შეერთებული შტატები მზად არის „სწრაფად იმოქმედოს.“
„ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ, როდესაც და თუ პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს,” - აღნიშნა დუგ ბუშმა.
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.
ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.