თეგი: ATACMS
დმიტრო კულებას თქმით, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა უკრაინამ შესაძლოა, მომავალ წელს მიიღოს
საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას მიიღებს, თუმცა ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ კულებამ RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სამხედრო დახმარება, რომელსაც უცხოელი პარტნიორები გასცემდნენ ბოლო 10 თვის განმავლობაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით, უპრეცედენტოა როგორც მოცულობით, ასევე ამ პროცესში ჩართული ქვეყნების რაოდენობით. Politico-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.
ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მათ შორის MGM-140 არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS), რათა „რუსული ტერორი“ შეაჩეროს. რუსული ტერორის მაგალითად ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა მოიყვანა, რომლის დროსაც 28 იანვარს სამი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ უნდა არსებობდეს ტაბუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. HIMARS-ის ტიპის რაკეტებს, რომლებსაც ამჟამად უკრაინა იყენებს, 80 კილომეტრის მოქმედების მანძილი აქვს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბევრ ზონამდე ვერ მიაღწევს. ამ დრომდე აშშ უარს ამბობდა ATACMS-ის რაკეტების მიწოდებაზე, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კილომეტრია.
ზელენსკიმ ისაუბრა, რომელი იარაღი სჭირდება უკრაინას, რომ „წინსვლა დააჩქაროს“
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შორი რადიუსის არტილერიის, მათ შორის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს. „რუსეთს უფრო დიდი რადიუსის იარაღი აქვს. ამიტომ, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS) ძალიან მნიშვნელოვანია. დააჩქარებს თუ არა ეს ჩვენს წინსვლას? დიახ, აუცილებლად. ჩვენ გვაქვს არტილერიის დეფიციტი და არ შეგვიძლია ყველა სამიზნეებზე დარტყმა სათანადო რაოდენობის არტილერიის არარსებობის გამო. ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ ადგილებს, რომლებიც პრიორიტეტულია, მაგრამ ახლა არ შეგვიძლია დარტყმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. Wall Street Journal-ი (WSJ) ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 30 ივნისს წერდა, რომ აშშ ახლოსაა უკრაინისთვის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის (ATACMS) მიწოდების დამტკიცებასთან. უკრაინისთვის 300 კილომეტრიანი რაკეტების მიწოდება გასული წლიდან მწვავე დებატების თემაა ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის. 2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაში. შორი რადიუსის იარაღის დეფიციტმა შეიძლება ასევე გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესიული ომი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია. ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება ბენ ჰოჯესი: უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
ბაიდენი ადასტურებს, რომ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის გაგზავნას კვლავ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადატურა, რომ შტატები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის მიწოდების საკითხს განიხლავს. ბაიდენმა Bloomberg News-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფიქრობს ATACMS-ის გაგზავნაზე უკრაინაში, მაგრამ ახლა უკრაინას ყველაზე მეტად საარტილერიო ჭურვები სჭირდება. „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა ბაიდენმა. WSJ: აშშ ახლოსაა უკრაინისთვის ATACMS-ის დამტკიცებასთან 2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაში. შორი რადიუსის იარაღის დეფიციტმა შეიძლება ასევე გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესიული ომი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია. ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება ბენ ჰოჯესი: უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
ABC News: აშშ უკრაინას სავარაუდოდ, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას გაუგზავნის
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ვაშინგტონი სავარაუდოდ, დახმარების უახლოესი პაკეტის ფარგლებში გაუგზავნის უკრაინას ATACMS-ის ტიპის შორი რადიუსის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, რომელსაც კიევი კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ წყარომ ABC News-ს განუცხადა. ბაიდენი ადასტურებს, რომ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის გაგზავნას კვლავ განიხილავს 2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის გათავისუფლებაში. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
„რესპუბლიკელი" სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემები
„რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რითაც ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უკრაინისთვის იმ რაკეტების მიწოდება, რომლებიც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოსაგებად სჭირდება. წერილს ხელს აწერენ სენატორები: ტომ კოტონი, როჯერ ვიკერი, სუზენ კოლინზი და ლინდსი გრეჰემი. მისი მიხედვით, იარაღის არგაგზავნა „მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და ადამიანების სიცოცხლის ფასი დაჯდება.“ „მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაგზავნოთ MGM-140 ATACMS-ის სისტემები უკრაინაში. გადადება მხოლოდ კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და გაახანგრძლივებს ამ კონფლიქტს," - აცხადებენ ამერიკელი სენატორები. მათი შეფასებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, უზრუნველყოს ამ იარაღის მიწოდება საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი რისკის შექმნის გარეშე. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გადასცემდა, იტყობინება NBC News 22 სექტემბერს აშშ-ის სამი ოფიციალური პირისა და კონგრესის ოფიციალური პირის ციტირებით. NBC News-ის ცნობით, ოფიციალური პირები არ ასახელებენ მიწოდების თარიღს და არც იმას, თუ როდის გაკეთდება საჯარო განცხადება ხსენებულ საკითხზე. ზელენსკი ბაიდენს თეთრ სახლში 21 სექტემბერს შეხვდა, რის შემდეგაც გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემდა, თუმცა მოცემულ სიაში ATACMS-ები არ იყო. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება უკრაინამ უკვე იყენებს Storm Shadow-სა და SCALP-ის შორი მანძილის რაკეტებს და ახლა იმედოვნებს, რომ ATACMS-სა და გერმანულ Taurus-საც მიიღებს. „რესპუბლიკელი" სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემები Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს
ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა, მაგნუს საარმა განაცხადა, რომ ესტონეთი აშშ-სგან HIMARS გამშვებებსა და ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს. დანადგარების, რაკეტების და სხვა სატელიტური აღჭურვილობის შესყიდვის ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. მიწოდება 2025 წლის განმავლობაში იგეგმება. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია
პენტაგონმა მზადყოფნა დააფიქსირა უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადასაცემად
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, დუგ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ის არმია მზადაა, უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გაგზავნოს, როგორც კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ გადაცემას დაამტკიცებს. აშშ-ის არმია დიდი ხანია, მზადაა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და რომ შეერთებული შტატები მზად არის „სწრაფად იმოქმედოს.“ „ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ, როდესაც და თუ პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს,” - აღნიშნა დუგ ბუშმა. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია
ზელენსკი უკრაინის მიერ ATACMS-ის რაკეტების გამოყენებას ადასტურებს
პრეზიდენტმა ვზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და განაცხადა, რომ ATACMS-ის რაკეტებმა ბრძოლის ველზე ეფექტიანობა დაამტკიცეს. „მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! და დღეს განსაკუთრებული მადლობა შეერთებულ შტატებს. ჩვენი შეთანხმებები პრეზიდენტ ბაიდენთან, სრულდება.“ ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია უკრაინამ უკვე იყენებს Storm Shadow-სა და SCALP-ის შორი მანძილის რაკეტებს და ახლა იმედოვნებდა, რომ ATACMS-სა და გერმანულ Taurus-საც მიიღებდა. „რესპუბლიკელი" სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემები Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.
აშშ-ის არმიამ მაღალი სიზუსტის PrSM რაკეტების პირველი პარტია მიიღო
ამერიკის სახმელეთო ძალებმა მაღალი სიზუსტის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების PrSM (Precision Strike Missile) პირველი პარტია მიიღო. PrSM არის ახალი თაობის სამხედრო იარაღი, რომელიც დიდ დისტანციებზე მაღალი სიზუსტის სროლისთვის გამოიყენება. მას სამიზნეების განეიტრალება 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლია. სამომავლოდ PrSM-მა ATACMS-ის ტიპის რაკეტები უნდა შეცვალოს. New York Times-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 20 ერთეული ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გადასცა. ზელენსკიმ უკრაინის მიერ ATACMS-ის რაკეტების გამოყენება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაადასტურა. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ATACMS-ის ტიპის რაკეტები - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად სასწრაფოდ სჭირდება ATACMS-ის ტიპის რაკეტები. The Washington Post-თან ინტერვიუში ზელენსკი ამბობს, რომ ყირიმში რუსული აეროდრომების დაბომბვა აუცილებელია, რადგან სწორედ აქედან უშვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, გამოიყენოს უფრო შორი რადიუსის რაკეტები არა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ, ყირიმის აეროდრომებზე თავდასხმისთვის. „რუსეთს როდესაც აქვს რაკეტები და ჩვენ არა, ისინი თავს ესხმიან ყველაფერს: გაზს, ენერგეტიკას, სკოლებს, ქარხნებს, სამოქალაქო შენობებს. რუსეთი როდესაც გაიგებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თვითმფრინავების განადგურება, ისინი ყირიმიდან თავს არ დაგვესხმებიან. ეს იგივეა, როგორც საზღვაო ფლოტის შემთხვევა. ჩვენ ისინი გავიყვანეთ ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან. ახლა კი, მათ ყირიმის აეროდრომებიდან გავაძევებთ," - აღნიშნა ზელენსკიმ. WSJ: პენტაგონი მზადაა, უკრაინას უფრო შორი მანძილის ATACMS-ის რაკეტები გადასცეს
აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებასაც ითვალისწინებს
შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, დაიწყოს უკრაინაში შორი დისტანციის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) გადაცემა, ვიდრე თეთრი სახლი ელოდება სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომელიც ახლახან მიიღო წარმომადგენელთა პალატამ. ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა CBS-ს განუცხადა. „იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ის [კანონი] პრეზიდენტთან მოხვდება სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი ჩაეშვება შორი მოქმედების რაკეტებთან, ATACMS-ებთან [ერთად], მე იმედი მაქვს, როდესაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ეს ტვირთები კვირის ბოლოსთვის უკვე გზაში იქნება,“ - განუცხადა სენატორმა უორნერმა ტელეკომპანია CBS-ს. მან დაადასტურა, რომ საუბრობდა სწორედ შორი მოქმედების რაკეტა ATACMS-ებზე და რომ ეს კანონში წერია. გასულ კვირას ამერიკული მედია წერდა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მოზრდილი პაკეტი პენტაგონმა წინასწარ მოამზადა, შესაბამისად, ასიგნებების დამტკიცების შემდეგ, უკრაინის არმიისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას კვირაზე ნაკლები დასჭირდება. შორი მანძილის სარაკეტო სისტემები დიდი ხანია, კიევის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ზოგიერთი დასავლური მთავრობა თავს იკავებს იარაღის მიწოდებაზე რუსეთთან ესკალაციის შიშის გამო. შეერთებულმა შტატებმა ATACMS-ის რაკეტები პირველად უკრაინას 2023 წლის ოქტომბერში მიაწოდა, თვეების განხილვის შემდეგ. პაკეტში შედიოდა მხოლოდ ძველი მოდელები, რომელთა მანძილი 165 კილომეტრია. ATACMS-ის უახლეს ვარიანტებს აქვთ მაქსიმალური დიაპაზონი დაახლოებით 300 კილომეტრი და ჯერჯერობით, ისინი არ მიუწოდებიათ უკრაინისთვის. თებერვლის ბოლოს NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი მზად არის, მიაწოდოს კიევს უფრო დიდი დისტანციის ATACMS-ის რაკეტების ვარიანტები, თუ კონგრესი დაამტკიცებდა დაფინანსების ახალ პაკეტს. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
NYT: აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის შორი რადიუსის 100-ზე მეტი რაკეტა გაუგზავნა
გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა ფარულად უკრაინაში, ATACMS-ის 100-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გაგზავნა, რომელთაგან ზოგიერთი მაშინვე განლაგდა და კიევმა უკვე გამოიყენა ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოიში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე დასარტყმელად, იტყობინება New York Times (NYT) 25 აპრილს. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 18 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა თავდასხმისას გაანადგურეს ოთხი S-400-ის გამშვები, სამი სარადარო სადგური, საჰაერო თავდაცვის ოპერაციების სამეთაურო პუნქტი და საჰაერო სივრცის სათვალთვალო აღჭურვილობა Fundament-M. „ამ დარტყმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინას შეუძლია ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვება, როდესაც მას სწორი ინსტრუმენტები მიეცემა,” - განაცხადა მისისიპის რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა, შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა. „მოსალოდნელია, რომ მეტი ამერიკული იარაღი გაიგზავნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაც 61 მილიარდი დოლარია (49 მილიონი ფუნტი),“ წერს BBC. პენტაგონმა კიევისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შესახებ გუშინვე განაცხადა. აშშ-მ უკრაინაში ATACMS-ის შორი რადიუსის რაკეტები საიდუმლოდ გაგზავნა რას შეცვლის ATACMS-ის რაკეტები უკრაინისთვის ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.