აშშ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გზავნის - მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გადასცემდა, იტყობინება NBC News 22 სექტემბერს აშშ-ის სამი ოფიციალური პირისა და კონგრესის ოფიციალური პირის ციტირებით.


NBC News-ის ცნობით, ოფიციალური პირები არ ასახელებენ მიწოდების თარიღს და არც იმას, თუ როდის გაკეთდება საჯარო განცხადება ხსენებულ საკითხზე. ზელენსკი ბაიდენს თეთრ სახლში 21 სექტემბერს შეხვდა, რის შემდეგაც გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემდა, თუმცა მოცემულ სიაში ATACMS-ები არ იყო.


უკრაინამ უკვე იყენებს Storm Shadow-სა და SCALP-ის შორი მანძილის რაკეტებს და ახლა იმედოვნებს, რომ ATACMS-სა და გერმანულ Taurus-საც მიიღებს.

Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.

„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.


ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.