ხელისუფლებამ გამოსავლის მოძებნასა და კომპრომისს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება არჩია - ევროპის სახალხო პარტია

საქართველო პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას უბრუნდება. ევროპის სახალხო პარტია Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აცხადებს, რომ „სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნასა და კომპრომისს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება არჩია.

„საქართველო შეიძლება იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას. ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა იყოს განხილული მდომარეობიდან გამოსვლის გზად“, - აღნიშნულია განცხადებაში განცხადებაში.