ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0009 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8097 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8259 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0162 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.