აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
„აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების, კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურის სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან.
აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.