ნიგერმა თხევადი ნავთობის გაზის (LPG) ყველა ექსპორტი აკრძალა. ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, იუწყება Reuters.
ეროვნული პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს შიდა ბაზრის მომარაგებისთვის, ხოლო ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში შეიძლება, გამოითხოვოს სპეციალური ავტორიზაცია ექსპორტზე, ნათქვამია განცხადებაში. ნიგერი ჩვეულებრივ, ჭარბი დოზით ექსპორტს მეზობელ ნიგერიაში ახორციელებს.
თხევადი ნავთობის გაზი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სათბობი ნავთობისა და ელექტროენერგიისა იმ ადგილებში, სადაც არ არის ბუნებრივი გაზის მილსადენი გაყვანილი.