ბლინკენი: პუტინის ქმედებები, მათ შორის, 2008 წელს საქართველოში, აჩვენებს, რომ ის ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პუტინის ქმედებები, მათ შორის 2008 წელს საქართველოში, აჩვენებს, რომ ის ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს.


„მე ვფიქრობ,  უპირველეს ყოვლისა, რასაც უნდა ვეცადოთ, არის დარწმუნება იმაში, რომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ხდება რეალურად. ეს ჩვენთვის ძალიან ნათელია. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ჩვენ გვაქვს ცივი ომის შემდგომი ერის დასასრული. ინტენსიური კონკურენცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს, თუ რა იქნება მომავალში.


ერთ-ერთი კონკურენტი რუსეთი და პუტინის რუსეთია; ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა, რომლებიც მათ განახორციელეს არამხოლოდ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ, სულ მცირე, 2014 წელს და შესაძლოა, მანამდეც, საქართველოში 2008, 2009 წლებში, ცხადყოფს, რომ ის უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს - ტერიტორიულ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას," - განაცხადა ბლინკენმა ბეიკერის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა 2008 წლის ომია შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.