საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შეკითხვა კობახიძეს: ხომ არ შეიძლება, გადაიქცეს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის მექანიზმი ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად

„კონკრეტულ მაგალითის საფუძველზე ვსვამ შეკითხვას, მას შემდე, რაც ხელისუფლებას თუ მმართველ ძალას არ მოეწონა პრეზიდენტის გამონათქვამები, ხომ არ შეიძლება, გადაიქცეს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის მექანიზმი ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად, რადგან ამ შემთხვვეში ის არ მიდის კონკრეტულად პრეზიდენტთან შესახვედრად,“ ხსენებული შეკითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, ირინა იმერლიშვილმა, რომელმაც ფიროსმანის გამოფენაზე „პრეზიდენტის არგაშვებაზე“ მიუთითა. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მთავარი კრიტერიუმი, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს მმართველი გუნდი, არის ნდობა. კობახიძემ მიუთითა, როდის „გადაკვეთა წითელი ხაზი პრეზიდენტმა.“

„როდესაც 26 მაისის ღონისძიებაზე გამოვიდა პრეზიდენტი და მთავრობის საქმიანობის გამო მოუხადა ბოდიში აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს, წითელი ხაზი გადაკვეთა. ნდობა დაიკარგა,“ განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება გამოფენას, მისი განმარტებით, „კონკრეტულად ფიროსმანის გამოფენაზე წასვლაზე კი არ ეთქვა პრეზიდენტს უარი, არამედ, კონკრეტული თარიღიდან მოყოლებული უარი ეთქვა ვიზიტებზე მას შემდეგ, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევამ და მას შემდეგ, რაც აღიძრა იმპიჩმენტის პროცედურა.“