აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ბაქოში ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს ატარებენ. სწავლებაში „Eternity-2023“ სამი ქვეყნის სამხედრო პერსონალი და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სწავლებისას, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამოცანები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანები შესრულდება.
წვრთნების მთავარი მიზანი, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სამივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და თავსებადობის გაძლიერებაა.