აშშ COVAX-პლატფორმას 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს

აშშ COVAX-პლატფორმას 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა დღევანდელ სამიტზე ისაუბრებს, რომელიც პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება.

როგორც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პანდემიას მარტო ვერ გაუმკლავდება ვერც ერთი ქვეყანა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, COVAX-ი ოთხ მილიარდ დოლარს 2021-2022 წლებში მიიღებს.