კენტერბერის არქიეპისკოპოსი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ინფორმაციას EUMM ავრცელებს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი მიესალმა არქიეპისკოპოსს და ვიზიტის განმავლობაში მის დელეგაციას შეუერთდა, რა დროსაც ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ მისი ხედვა გააცნო.  
 
ხურვალეთის რაიონში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა არქიეპისკოპოსს მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ. საუბარი შემდეგ შეეხო კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მის ყოვედღიურ ცხოვრებაში აწყდება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო.
 
ვიზიტის ბოლოს არქიეპისკოპოსმა გამოხატა მადლიერება ინფორმაციულად დახუნძლული ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართელოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილის გამო,“ - წერია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.