დაჰპირდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტს ATACMS-ის რაკეტების მიწოდებას. ამ შეკითხვას უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 ოქტომბერს.
როგორც ცნობილია, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა, უკრაინას მიაწოდოს კასეტური საბრძოლო მასალებით აღჭურვილი ATACMS-ის ზოგიერთი რაკეტა, როგორც კი პრეზიდენტი ბაიდენი დაამტკიცებს გადაწყვეტილებას.
„მე ვესაუბრე ზელენსკის და ყველაფერზე, რაც მან ითხოვა, ჩვენ ვიმუშავეთ,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.
ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.