ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 388 ადამიანს დაუდასტურდა, 331 - გამოჯანმრთელდა, 7 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 267701 შემთხვევაა დადასტურებული, 260597 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3406 კი გარდაიცვალა.
მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.
ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან 182 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 672, საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 199, იმერეთში - 419.
მძიმე პაციენტი: 356. მათ შორის, თბილისში - 134, აჭარაში - 40, იმერეთში - 109.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 106, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 9, იმერეთში - 12.
232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 119 - თბილისში, 96 - აჭარაში, 16 - იმერეთში. 1 627 კმურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 31.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 945 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 107 პირი, აჭარაში - 620, იმერეთში - 1 067.