რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „რუსული მხარის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“ მონაწილეობა სურს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო, ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. აუდიენცია 4 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში, სოჭთან მდებარე საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსში“ გაიმართა.
კონკრეტულად რომელ „ინტეგრაციულ პროცესებში", გაურკვეველია კრემლის ოფიციალურ საიტზე გასულ ღამით გამოქვეყნებული სტენოგრამიდ
რადიო თავისუფლების ცნობით, პუტინმა ბჟანიას „აფხაზეთის „აღიარების, გამარჯვების და დამოუკიდებლობის“ დღეები მიულოცა. პუტინის თქმით, „სიტუაცია კარგად ვითარდება“, „შარშან „აფხაზეთთან სავაჭრო ბრუნვამ“ 73% შეადგინა, 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო მუშაობს და გრძელდება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.“
კრემლის ცნობით, მიხედვით, ბჟანიამ პუტინს მადლობა გადაუხადა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთთან ურთიერთობებს „დამატებითი იმპულსი მიეცა“ და „მიმდინარეობს ჰარმონიზაციის პროცესი“, რომელიც „აახლოებს პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში“. ბჟანიამ „დიდი ნაბიჯი“ უწოდა ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „აფხაზეთის მოქალაქეები“ რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.
თავის მხრივ, ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის განთავსების გეგმის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირის რაიონში,“ - განაცხადა ბჟანიამ.
შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.