აზერბაიჯანის, საქართველოსა და უზბეკეთის საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ბაქოში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WTO) შესაძლებლობების განვითარების ევროკავშირის რეგიონალურ ოფისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
მემორანდუმის გაფორმების შედეგად იგეგმება სატრანზიტო სისტემის გაუმჯობესება და ერთობლივი ინფორმაციის გაცვლა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, ღონისძიებას აზერბაიჯანის, უზბეკეთის და საქართველოს საბაჟო სამსახურების, ასევე, აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სატრანზიტო პროცედურების გამარტივება სახელმწიფო საზღვრებზე საქონლის გადაადგილების დაჩქარების მიზნით.
სამდღიან ღონისძიებაზე გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები ეფექტიანი სატრანზიტო რეჟიმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ასევე, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზე რეგიონში ვაჭრობის გაზრდის მიზნით.