2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 20,4 პროცენტამდე გაიზარდა

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 %-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50% პროცენტი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5%-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3%-ით.

2020 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3%-ს შეადგენდა, რაც 1.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამავე პერიოდში, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.0%-ით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.5 %-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4.7% -ით.