პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს.