საქსტატი: 2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 6.4 პროცენტით შემცირდა

2021 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 6.4 პროცენტით, 166.4 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს სტატსისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (26.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (25.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (20.6 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 49.7 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზე ფეროშენადნობები 23.3 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები 8.8 მლნ. აშშ დოლარი.