მოლდოვა უკრაინაში და უკრაინიდან ევროპული გაზის ტრანზიტს უფასოდ უზრუნველყოფს. მიზანი უკრაინაში გათბობის სეზონისთვის მომზადებაა. საგანგებო სიტუაციების რეგულირების კომისიამ გადაწყვეტილება 4 ოქტომბერს მიიღო, რაც უკრაინის საზღვარზე გაზის ტრანსპორტირების სისტემის (GTS) ოთხი სატრანზიტო პუნქტიდან ორზე გავრცელდება. განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრომ უკრაინული მედიის ცნობით.
კომისია აპირებს, რომ გაზის ტრანზიტისთვის მარშრუტი უფრო მიმზიდველი გახადოს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანამ რუსულ გაზზე უარი განაცხადა და ევროპიდან შეძენილი გაზის შენახვა უკრაინის მიწისქვეშა გაზის საცავებში დაიწყო.
ამჟამად 400 მილიონი კუბური მეტრი ინახება მოლდოვასა და უკრაინაში. მოლდოვა დაახლოებით, 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს 100%-იანი ფასდაკლებით გადაიტანს, რათა დააკმაყოფილოს ქვეყნის მოხმარების მაჩვენებელი - 800-900 მილიონი კუბური მეტრი.